03 მაისი 2024,   05:55
ვრცლად
ეს უფრო პოლიტიკური სვლაა და გამოსაცდელი შეთავაზება - ეკა ბესელია პრეზიდენტის საერთო სახალხო განხილვაში ჩართვის სურვილზე საუბრობს

ხვალიდან საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვები იწყება. პროცესში საქართველოს პრეზიდენტიც ჩაერთვება, თუმცა ამ დრომდე უცნობია რა ფორმით მოხდება ეს და კონკრეტულად როგორი იქნება პარლამენტის თავმჯდომარის გიორგი მარგველაშვილისადმი შეთავაზება.

უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის სურვილი, ჩაერთოს საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის საერთო სახალხო განხილვებში, ერთგვარად პოლიტიკურია.

„ეს თუ არის გულწრფელი პოზიცია და არ არის გამოსაცდელი შემოთავაზება, ეს გამოჩნდება, ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერი განსხვავებული მოსაზრებაც მოვისმინოთ საერთო სახალხო განხილვის პროცესში. მე მგონია, რომ ეს უფრო პოლიტიკური სვლაა და გამოსაცდელი შეთავაზება,“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობაში გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ იმის შესახებ, თუ რა ფორმით შესთავაზებენ ისინი პრეზიდენტს საერთო სახალხო განხილვაში ჩართვას.

დღის ამბები