01 მაისი 2024,   22:48
ვრცლად
გორში კონსტიტუციის ახალი პროექტის საერთო სახალხო განხილვა მიმდინარეობს

გორში კონსტიტუციის ახალი პროექტის საერთო სახალხო განხილვა მიმდინარეობს. საკონსტიტუციო კომისიის წევრების გარდა, მოქალაქეებს საკუთარ პოზიციას პრეზიდენტიც გააცნობს. არგუმენტებს წარადგენენ პარლამენტის თავმჯდომარე, მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

„მათ ჰგონიათ, რომ პირველ ადგილზე გავლენ და მათ სურთ, რომ უზურპაცია მოახდინონ ხელისუფლების და მთელი გადაუნაწილებელი ხმები წაიღოს პირველმა ადგილმა, რაც არის აშკარა უსამართლობა და ხალხის ნების არგათვალისწინება. ასევე არის მნიშვნელოვანი პრეზიდენტის საკითხი. უნდა იყოს არჩევითი,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა.

ისევე როგორც სხვა ქალაქებში, გორშიც ხმაურიანი განხილვაა მოსალოდნელი. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი, საარჩევნო სისტემა და გადაუნაწილებელი მანდატების საკითხები გორშიც განხილვის მთავარი თემები იქნება.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, გადაუნაწილებელი მანდატები არ უნდა დარჩეს პირველ ადგილზე გასულ პარტიას და ის პროპორციულად უნდა გადანაწილდეს.

„ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ თითქოს საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აინტერესებს საარჩევნო სისტემა, არ აინტერესებს, თუნდაც, ხმების განაწილების ის კომპონენტი, რაზეც ოპოზიცია საჯაროდ საუბრობს განხილვებისას. აინტერესებს ჩვენს ხალხს საარჩევნო სისტემა იმიტომ, რომ ამაზე დამოკიდებული ჩვენი ხალხის მომავალი. რასაც ჩვენ გვთავაზობენ დღეს, რომ მთელი ხმები მიითვისოს ხელისუფლებამ, ეს არ არის დემოკრატიული გადაწყვეტილება,“ - აცხადებს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი.

უსამართლო საარჩევნო სისტემაზე საუბრობენ დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს წევრებიც. დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ოპოზიციის მსგავსად ბლოკების გაუქმებას და 5%-იან საარჩევნო ბარიერს მოსახლეობაც აპროტესტებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებებსა და თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებაზე ისაუბრებს ეროვნული ფორუმი

რაც შეეხება მოსახლეობას, შეხვედრაზე დასასწრებად ძირითადად ადგილობრივი ხელისუფლებაში დასაქმებული ადამიანები არიან მისულნი. 

დღის ამბები