06 მაისი 2024,   03:29
ვრცლად
საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი კონსტიტუცია" ქუთაისში შეხვედრებს განაგრძობს

საზოგადოებრივი მოძრაობა დაიცავი კონსტიტუცია შეხვედრებს განაგრძობს. ნიკა მელია, ნიკა მაჭუტაძე და სხვა პოლიტიკური ლიდერები დღეს ქუთაისს ესტუმრნენ. შეხვედრაზე საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეხებოდა. პოლიტიკოსებმა ქუთაისელების აზრი მოისმინეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

„ძალიან ცდება ქართული ოცნება, თუ მას აქვს იმის იმედი, რომ ხალხი ამ ქვეყანაში გაგებით შეეგუება იმ საშინელებას, რომელიც უნდა, რომ ჩაიწეროს ბიძინა ივანიშვილის თხოვნითა და დავალებით. შეიძლება ყველაფერი წაართვა ადამიანს ამ ქვეყანაში, მაგრამ ვერ წაართმევ მთავარს, აირჩიოს ის, ვინც მას სურს,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ.

დღის ამბები