02 მაისი 2024,   17:42
ვრცლად
ნატოში გაწევრიანებას გამოკითხულთა 68% უჭერს მხარს - NDI

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, ნატოში გაწევრიანებას გამოკითხულთა 68% უჭერს მხარს, 21% კი ეწინააღმდეგება. 

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მოწინააღმდეგეებს სამი მთავარი არგუმენტი აქვთ: 

მოწინააღმდეგეთა 53%-ს მიაჩნია, რომ ნატოში გაწევრიანებას რუსეთთან კონფლიქტის გამოწვევა შეუძია. 24% აცხადებს, რომ ამით საქართველო ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს, 13 % კი თვლის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არასდროს მოხდება.

დღეს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პირველი ნაწილი გასაჯაროვდა. NDI-მ საქართვლოს მასშტაბით სულ 2 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევა აპრილში ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/-2,7%-ია. 

დღის ამბები