07 მაისი 2024,   09:54
ვრცლად
ლოგიკური იქნება, ჰერბერტ ზალბერი ჟენევის დისკუსიებში სხვა პირით ჩანაცვლდეს - მიხეილ გიორგაძე

"ლოგიკური გაგრძელება იქნება ამ ამბის, რომ ჰერბერტ ზალბერი ჟენევის დისკუსიებში სხვა პირით ჩანაცვლდეს," - ეს განცხადება საქართველოს კულტურის მინისტრმა გააკეთა.

მიხეილ გიორგაძე გერმანელი დიპლომატის და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის, ჰერბერტ ზალბერის, მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ ზალბერის განცხადებები ქართული მხარისთვის მიუღებელია.

„ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ეს ვითარება, შესაბამისი კომუნიკაცია შედგა ევროკავშირთან. მე არ გამოვრიცხავ და ვფიქრობ, ლოგიკური გაგრძელება იქნება ამ ამბის, რომ ჩანაცვლდეს ეს კონკრეტული პირი. ხაზს ვუსვამ, რომ მიუღებელი არის ჩვენთვის ასეთ პოზიციები,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

შეგახსენებთ, რომ გერმანელმა დიპლომატმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს, არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა. დიპლომატიური გაურკვევლობის მთავარი მონაწილე იმავდროულად ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეცაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები