03 მაისი 2024,   01:50
ვრცლად
გიგა ბოკერია ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

"თქვენ ხართ ის გუნდი, ვისი იმედიც შეუძლია, ჰქონდეს საქართველოს," - ეს განცხადება ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, პარტიის ყრილობაზე სიტყვისთ გამოსლვისას გააკეთა.

ყრილობაზე დღეს პარტიის მმართველ ორგანოს ირჩევენ. გიგა ბოკერია პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იქნება.

მან მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა გუნდს და პარტიის ღირებულებებზე ისაუბრა. მან არსებული ხელისუფლება ოლიგარქის მორჩილების გამო გააკრიტიკა და ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ მისი პარტია არავის გააფეტიშებს და არ დაემორჩილება ერთი ადამიანის ნებას.

„ეს ჩემთვის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა. თქვენ ხართ ის გუნდი, რომელიც ყველაზე უფრო ღირსეული პოლიტიკური ლიდერისგანაც კი კერპს არ შექმნის და, რაც მთავარია, თაყვანს არ სცემს შუშის სასახლეში მყოფ ოლიგარქს, რომელსაც სათამაშოდ მიაჩნია ეს ქვეყანა და მასში მცხოვრები ადამიანები. კიდევ უფრო მადლიერი ვარ თქვენით იმიტომ, რომ თქვენ ხართ ის გუნდი, ვისი იმედიც შეუძლია, ჰქონდეს საქართველოს. თქვენ ხართ ის გუნდი, რომელიც არასდროს არ დათმობს ჩვენს არჩევანს, რომ ვიყოთ თავისუფალ ერთა ოჯახის სრულფასოვანი წევრი. რომელიც არასოდეს არ დათმობს ჩვენს ევროპულ არჩევანს, ევროპულ საქართველოს. თქვენ ხართ ის გუნდი, რომელიც არასოდეს არ შეეგუება, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, დღევანდელი რუსეთის ჭაობში,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

 

დღის ამბები