05 მაისი 2024,   22:43
ვრცლად
6-მა არაბულმა სახელმწიფომ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა - ქვეყანას ტერორისტებთან კავშირში ადანაშაულებენ

დაპირისპირება სპარსეთის ყურეში. 6-მა არაბულმა სახელმწიფომ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. მას ტერორისტული დაჯგუფებების ISIS-ისა და ალ-ქაიდას მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. ბრალდებებს კატარი კატეგორიულად უარყოფს.

საუდის არაბეთმა უკვე ჩაკეტა ყატართან სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო საზღვრები. საუდის არაბეთის გარდა კატართან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტეს: ბაჰრეინმა, არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა, ეგვიპტემ, იემენმა და ლიბიამ. გარდა ამისა სამმა არაბულმა სახელმწიფომ ყატარის მოქალაქეებს ქვეყნის დასატოვებლად ორკვირიანი ვადა მისცა.

დღის ამბები