06 მაისი 2024,   00:09
ვრცლად
პროკურატურიდან ფინანსურ პოლიციაში და უკან - ბადაშვილის პროკურატურაში შესაძლო დაბრუნებას ოპოზიციაში აკრიტიკებენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბადაშვილი, შესაძლოა მთავარ პროკურატურაში დაბრუნდეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, მოადგილის თანამდებობა უნდა დაიკავოს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გიორგი ბადაშვილი ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კადრია. ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ ეს გადაადგილებები ოთარ ფარცხალაძის ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შევიწროვებას ნიშნავს და აქედან გამომდინარე, ყოფილი მთავარი პროკურორი უწყებაში პოზიციებს იმაგრებს.

ფინანსური პოლიციიდან ოთარ ფარცხალაძის ახლო წრის წამოსვლას ოპოზიციაში მთავარ აუდიტორ, ლაშა თორდიასა და ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტს უკავშირებენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბადაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების საკითხი უკვე დაადასტურეს, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობენ. ასევე უცნობია, ვინ შეცვლის ბადაშვილს ფინანსურ პოლიციაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები