07 მაისი 2024,   09:38
ვრცლად
დაკავება ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანის გამო - მოსამართლემ ორი დაკავებულის მიმართ სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის წევრ რეზო ხარაზის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სამართალწარმოება შეწყვიტა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი კი 250 ლარით დააჯარიმა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და მის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

ელგუჯა ბაგრატიონი და რეზო ხარაზი 7 ივნისს ჩაქვში დააკავეს, ისინი ხეების გადატანის პროცესს აპროტესტებდნენ.

„ერთი და იგივე გარემოებების საქმეზე, მოსამართლემ გამოიტანა ორი სხვადასხვა გადაწყვეტილება, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ და ვფიქრობთ, რომ სააპელაციო სასამართლოში მივაღწევთ იმას, რომ ელგუჯა ბაგრატიონის ქმედებაც დაკვალიფიცირდეს როგორც არასამართალდამრღვევის ქმედება,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა მირდატ ქამადაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რეზო ხარაზი კი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხეებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, იცავს. 

დღის ამბები