06 მაისი 2024,   07:52
ვრცლად
აშშ-ში კონგრესმენს ესროლეს - დაჭრილია კაპიტოლიუმის რამდენიმე თანამშრომელი

აშშ-ში კონგრესმენებზე თავდასხმა მოხდა. დაჭრილია წარმომადგენელთა პალატის "რესპუბლიკური პარტიის" კოორდინატორი, სტივ სკელისი. ის საავადმყოფოში სამაშველო ვერტფმრენით გადაიყვანეს. შეიარაღებულმა მამაკაცმა ქალაქ ალექსანდრიას სტადიონზე ცეცხლი გახსნა, სადაც კონგრესის წევრები ბეისბოლს თამაშობდნენ. სროლის შედეგად ასევე დაშავდა კაპიტოლიუმის რამდენიმე თანამშრომელი. 

"რესპუბლიკურ პარტიაში" აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი განზრახ დაესხა თავს კონგრესმენებს, თუმცა ვინ იყო სამიზნე არ აკონკრეტებენ. გავრცელებული ინფრომაციით, თავდამსხმელი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული და 50-ზე მეტი ტყვია გაისროლა.

პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი დაკავებულია, თუმცა ძალოვანები არც მის ვინაობას და არც მდგომარეობას აკონკრეტებენ. მედიის ცნობით, თვდამსხმელი დაკავებისას დაიჭრა.  

დღის ამბები