06 მაისი 2024,   01:10
ვრცლად
„ბირჟა მაფიის“ კლიპის მონაწილე აცხადებს, რომ კლიპის შინაარსთან დაკავშირებით ყველა მსახიობი ინფორმირებული არ იყო

ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ კლიპის მონაწილე 2 მსახიობი დღეს პროკურატურამ დაკითხა. მსახიობმა, ანასტასია ჯაფარიძემ, კი მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ კლიპის შინაარსთან დაკავშირებით ყველა მსახიობი ინფორმირებული არ იყო.

მსახიობის თქმით, საგამოძიებო უწყებაში შეკითხვები ძირითადად ვიდეორგოლის შინაარსს ეხებოდა, ასევე როდის დაიგეგმა კლიპის გადაღება, ვინ როდის ჩაერთო პროცესში. 

პოლიციელის როლის შემსრულებელმა, გიორგი გუგავამ, ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

ამავე თემაზე
დღის ამბები