06 მაისი 2024,   09:05
ვრცლად
სპეკულაციას და ყველაფერზე თავის გამოდებას, რომ არიქა, ქვეყანა იქცევა, დაანებეთ თავი - ენძელა მაჭავარიანი თითმმართველობის კოდექსზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციებს აქვს ადგილი. უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ უმცირესობის წევრებს საკუთარი ინიციატივით ცვლილებების განხორციელება წინა ხელისუფლების პერიოდში შეეძლოთ.

„ვისთვისაც ეს კანონი ღიმილისმომგვრელია, გაიღიმეთ და ამ სპეკულაციას და ყველაფერზე თავის გამოდებას, რომ არიქა, ქვეყანა იქცევა, დაანებეთ თავი, ძალიან გთხოვთ. თუ რამე პრობლემა იყო, თქვენ დროს ასე იყო და რატომ არ გააკეთეთ მაშინ, ახლა გინდათ, 20 კაცი რომ დარჩით თუ 15 ამის გაკეთება?“ - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ენძელა მაჭავარიანმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭავარიანი ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი თვითმმართველობის განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯებს დგამს.

„ჩვენ თუ გვინდოდა პოპულისტური ნაბიჯები, როგორც თქვენ ამბობთ, მაშინ, თქვენი ხედვიდან გამომდინარე, ეს ნაბიჯი არჩევნებამდე არ უნდა გადაგვედგა, ხო მართალია?“ - განაცხადა გურამ მაჭავარიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები