06 მაისი 2024,   00:40
ვრცლად
საარჩვენო კომისიების დაკომპლექტების წესი - ნინო ბურჯანაძე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს აპროტესტებს

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს აპროტესტებს. ნინო ბურჯანაძისთვის მიუღებელია ცვლილებების ის ნაწილი, რომელიც საარჩვენო კომისიების დაკომპლექტების წესს ეხება.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის შეფასებით, კომისიების დაკომპლექტების ეს წესი ერთპარტიული პარლამენტის მიღების საფრთხეს ქმნის და ოპოზიციურ პარტიებს ამ ცვლილებების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

„თუ იქნება მიღებული ის გადაწყვეტილება ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ საპარლამენტო ფრაქციებს, მათ შორის, ბატონ ბოკერიას ეყოლება პირადი წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ხოლო სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არ არიან პარლამენტში, არცერთი წევრი კომისიაში აღარ ეყოლებათ. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ არჩევნებში ხმები აღარც კი დაითვლება, დაიწერება ის ციფრები, რომელიც შუშის სასახლიდან გამოვა“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

დღის ამბები