01 მაისი 2024,   00:14
ვრცლად
სკოლადამთავრებულები დღეიდან ატესტატს უფასოდ მიიღებენ

სკოლადამთავრებულებს დღეიდან საქართველოს იუსტიციის სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში განათლების დამადასტურებელი ატესტატების მიღება განაცხადის გაკეთების შემდგომ შეეძლებათ.

დოკუმენტი განაცხადის მიღებიდან მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა. მიმდინარე წელს 12 კლასდამთავრებული 39 000-მდე აბიტურიენტია და ისინი ატესტატებს უფასოდ მიიღებენ.

იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტს ატესტატის დაჩქარებულად წესით მიღება სურს, მას დამატებით საფასურის გადახდა მოუწევს.

 

დღის ამბები