03 მაისი 2024,   07:19
ვრცლად
დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მეოცნებეა და კვლავ იმედოვნებს, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს არ დატოვებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მეოცნებეა და Brexit-ის შეჩერებას არ გამორიცხავს. ჯონ ლენონის სიმღერის ციტატით Brexit-ის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება დონალდ ტუსკმა უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრე პოროშენკოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამოხატა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ წარმოუდგენია ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენა, რადგან თვითონ ორგანიზაციაც ისეთ ოცნებებზეა დაფუძნებული, რომელთა მიღწევაც წლების წინ შეუძლებელი ჩანდა. ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის მთავარი თემაც Brexit არის. ბრიტანეთის პრემიერი 27 წევრი ქვეყნის ლიდერებს დღეს საკუთარ წინადადებებს გააცნობს. 

დღის ამბები