03 მაისი 2024,   05:10
ვრცლად
ტრამპი დაზვერვის სამსახურს სთხოვდა საჯაროდ ეთქვათ, რომ მისი შტაბის წევრები რუსებთან არ თანამშრომლობდნენ-დაზვერვის ეროვნული სააგენტო

დონალდ ტრამპი დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელებს სთხოვდა საჯაროდ ეთქვათ, რომ მისი საარჩევნო შტაბის წევრები რუსებთან არ თანამშრომლობდნენ - ამის შესახებ დაზვერვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა დენ ქოუთსმა და უსაფრთხოების ეროვნული სამმართველოს ხელმძღვანელმა მაიკ როჯერსმა ჩვენების მიცემის დროს განაცხადეს.

ორივე მაღალჩინოსანი რობერტ მალერის საგამოძიებო ჯგუფმა გასულ კვირას დაკითხა. ქოუთსმაც და როჯერსმაც აღიარეს, რომ რუსული კავშირების თემაზე პრეზიდენტთან კონტაქტი მათთვის არაკომფორტული იყო, თუმცა მისი თხოვნა ბრძანებად არასდროს ჩაუთვლიათ. ეგრეთ წოდებულ "რუსულ გამოძიებას" FBI-ის გარდა კონგრესის ორივე პალატაც აწარმოებს.

დღის ამბები