03 მაისი 2024,   04:14
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა

გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საგანგებო ბრიფინგს მართავს და საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს.

პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას მთავრობის კანცელარიიდან მიმართა. მისი თქმით უმრავლესობის მიერ ცვლილებების ინიცირება აუცილებელი და გარდაუვალი იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. კვირიკაშვილი განმარტავს, რომ 2010 წელს მიღებული კონსტიტუცია მოიცავდა ბევრს ხარვეზს, რომლის აღმოფხვრაც გახდა უმრავლესობის მიზანი. მან საკონსტიტუციო კომისიაზეც ისაუბრა.

„ცვლილებებით ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის, პარლამენტი იძენს თავის ბუნებრივ როლს და წონას, მარტივდება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები. მთავრობა ხდება უფრო ეფექტური, კიდევ უფრო კონკრეტდება პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციები, “-აღნიშნავს კვირიკაშვილი. 

დღის ამბები