02 მაისი 2024,   22:36
ვრცლად
ქვეყნის მთავარი კანონი - მმართველმა გუნდმა დოკუმენტი პირველი მოსმენით ერთპარტიულად დაამტკიცა

მმართველმა გუნდმა ახალი კონსტიტუცია პარლამენტში პირველი მოსმენით ოპოზიციის დაუსწრებლად დაამტკიცა. სადეპუტატო პულტების და მანდატის მნიშვნელობა, კენჭისყრამდე მმართველი გუნდის წევრებს პრეზიდენტმა საჯაროდ შეახსენა და მოუწოდა, რომ "ენჭისყრის პულტები კონსტიტუციის ძალადობით მისაღებად არ გამოეყენებინათ.

პრეზიდენტის ამ განცახდებას უმრავლესობის დეპუტატებმა შეკითხვებით უპასუხეს. კონსტიტუციონალისტები ვერ იხსენებენ პრეცედენტს, როცა ქვეყნის უზენაესი კანონი მმართველმა პარტიამ თუნდაც ერთი ოპოზიციური ფრაქციის მხარდაჭერის გარეშე მიიღო.

ქვეყნის მთავარი კანონის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს „ნაციონალური მოძრობა.“ არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ვერცერთი დემოკრატიული ქვეყნის ანალოგს ვერ ისხენებენ, სადაც საკონსტიტუციო კანონს ხელისუფლება ერთპარტიულ რეჟიმში იღებს.

მმართველი პარტიის წევრებისთვის საზოგადოებრივი მხარადაჭერის გარეშე დარჩნილი კონსტუტციის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დგას.

პრეზიდენტის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წევრებმა, ერთხმად 115 ხმით არცერთის წინააღმდეგ, დოკუმენტი რამდენიმე წუთიანი განხილვის შემდეგ დაამტკიცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები