02 მაისი 2024,   12:55
ვრცლად
ტორნადო ალაბამაში - სტიქიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

ალაბამას შტატს ტროპიკულმა შტორმმა და ტორნადომ გადაუარა. სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 220 კილომეტრს აღწევდა. შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ელექტროგადამცემი ხაზებიც.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ელექტროენერგიის გარეშე 17 ათასი აბონენტია დარჩენილი. ძლიერმა ქარმა რეგიონში ხეებიც წააქცია, წვიმის შედეგად კი, რამდენიმე დასახლება დაიტბორა.

დღის ამბები