02 მაისი 2024,   16:50
ვრცლად
მოსულში რამდენიმე დღის წინ დაჭრილი ფრანგი ჟურნალისტი გარდაიცვალა

მოსულში რამდენიმე დღის წინ დაჭრილი ფრანგი ჟურნალისტი პარიზის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ვერონიკ რობერი ერაყში მებრძოლი ფრანგი ისლამისტებისა და მოსულის ძველი ქალაქის გათავისუფლების ოპერაციის შესახებ რეპორტაჟს ამზადებდა, როდესაც კოლეგებთან ერთად ნაღმზე აფეთქდა.

აფეთქებას ორი კორესპონდენტი ემსხვერპლა, თავად რობერს კი, პარიზში დაბრუნებამდე, სასწრაფო ოპერაცია ბაღდადის საავადმყოფოში ჩაუტარდა. საბოლოოდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" მონაცემებით, 2014 წლის შემდეგ ერაყში 28 ჟურნალისტი დაიღუპა.

დღის ამბები