02 მაისი 2024,   12:49
ვრცლად
"რაღაც თამაშია, ბატონ ბიძინას რაღაც ჩაფიქრებული აქვს" - გია ნოდია კალაძის მერობის შესაძლო კანდიდატობაზე

„ნარმანია იდეალური იყო, არანაირი პოლიტიკური ფიზიონომია არ აქვს, არანაირი პოლიტიკური ფიგურა არ არის, კალაძეს კი აქვს ასე თუ ისე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბების ამბიცია. ეს ჩემთვის გარკვეული საიდუმლოა, არ მესმის, ამიტომ რაღაც თამაშია, ბატონ ბიძინას რაღაც ჩაფიქრებული აქვს,“ - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, გია ნოდიამ გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ საუბრისას განაცხადა.

გია ნოდია არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილის თვითმმართველობის არჩევნებში არგამოჩენამ „ქართულ ოცნებაზე“ გარკვეული ნეგატიური გავლენა იქონიოს.

„არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის ჩაბმა ხალხის თვალში ირიბი აღიარებაა, რომ ეს ჩემი ხალხია, ჩემი გუნდია, არჩევნების დროს მათთან ვდგავარ. როდესაც ბიძინა ივანიშვილი ამას არ აკეთებს, ეს კიდევ უფრო ამომრჩევლის აბუჩად აგდებაა. მგონი, ეს აღქმა ექნება ამომრჩეველს,“ - განაცხადა გია ნოდიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები