04 მაისი 2024,   23:15
ვრცლად
„სამწუხაროდ, უმრავლესობამ არ გაიზიარა ჩვენი პოზიცია" - გია ჟორჟოლიანი 94-ე მუხლზე საუბრობს

კონსტიტუციის 94-ე მუხლი და ეკონომიკური თავისუფლების ქარტია მმართველ გუნდში კვლავაც აზრთა სხვადასხვაობის საგანია. უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი, ქვეყნის მთავარი კანონიდან კვლავაც ითხოვს 94-ე მუხლის ამოღებას, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში გადასახადების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას არა ხელისუფლება, არამედ მოსახლეობა იღებს რეფერენდუმის გზით.

გია ჟორჟოლიანის თქმით, ის გააგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას და შეეცდება, კოლეგები მმართველი გუნდიდან საკუთარი არგუმენტების სისწორეში დაარწმუნოს.

„სამწუხაროდ, უმრავლესობამ არ გაიზიარა ჩვენი პოზიცია, მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა. აღიარა, რა რომ კონსტიტუციაში ამ მუხლის არსებობა ზედმეტია. გადაიტანა ის გარდამავალ დებულებებში და 12 წლით გაახანგრძლივა ამ მუხლის მოქმედება. მიგვაჩნია, რომ 94-ე მუხლის დატოვება არის წინა რეჟიმის, სააკაშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი. ჩვენი ღრმა რწმენით, ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო ეკონომიკური და მმართველობით პოლიტიკის ინერციაა და ჩვენ ვაცხადებთ, რომ პოლიტიკური მეთოდებით გავაგრძელებთ ბრძოლას მის შესაცვლელად და მისგან გამომდინარე სხვა კანონმდებლობის შესაცვლელად,“ - აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

დღის ამბები