02 მაისი 2024,   17:35
ვრცლად
უცნაური და არაადეკვატურია ჩვენი ოპონენტების მხრიდან კონსტიტუციის პროექტის გამოწვევის შესახებ მოთხოვნა - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ ოპოზიცია ცდილობს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესი ჩიხში შეიყვანოს. დეპუტატს იდეა, კონსტიტუციის პროექტის პარლამენტიდან გამოწვევის თაობაზე, არაადეკვატურად მიაჩნია.

„უცნაური და არაადეკვატურია ჩვენი ოპონენტების მხრიდან იმის მოთხოვნა, რომ ჩაიშალოს მთლიანად ეს პროცესი, გამოწვეული იყოს პარლამენტიდან მეორე მოსმენის შემდეგ, მითუმეტეს, კონსტიტუციური კანონპროექტი. ვეთანხმებით ბატონი ბუკიკიოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ არის ჩიხური სიტუაცია და კრიზისი კონსესუსის მიღწევასთან დაკავშირებით, იმთავითვე ჩვენი ოპონენტები ასე იქცეოდნენ. როგორც კი პოლიტიკურ შეთანხმებაზე იყო საუბარი, მაშინვე ყველაზე დესტრუქციულ ქმედებებს და განცხადებებს მიმართავდნენ ხოლმე. თითქოს „ქართულმა ოცნებამ“, მმართველმა გუნდმა შეცვალა კონსტიტუცია. აქ არის მთავარი ერთი რამ, ეს არის მტკნარი სიცრუე,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, ცოტა ხნის წინ გამართა და პოლიტიკოსების განცხადებით, ის იდეას კონსტიტუციის პროექტის პარლამენტიდან გამოწვევის თაობაზე, მიესალმება.

დღის ამბები