24 დეკემბერი 2024,   03:19
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი პოლონეთში და ქართული მხარის მოთხოვნა ოფიციალური ვარშავის მიმართ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ევროპის ქვეყნებში უკრაინის გაუქმებული პასპორტით მოგზაურობს.

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პოლონეთში უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თავად ისაუბრა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კი ვარშავიდან პასუხს ელოდება. პოლონეთის პროკურატურა ადასტურებს, რომ თბილისიდან ოფიციალური წერილი მიიღო. ქართულ მხარე იმის დადგენას ითხოვს, კვლავ იმყოფება თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის ტერიტორიაზე.

პოლონეთში რიგით მოქალაქეებთან და ჟურნალისტებთან გასაუბრების გარდა, მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალური მოლაპარაკებებიც გამართა. პირველი შეხვედრა სეიმში, პარლამენტისა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელებთან შედგა. მოგვიანებით კი ის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო. საუბარი უკრაინისა და ევროპის მომავალზე დახურულ კარს მიღმა ორ საათს გაგრძელდა.

როდის აპირებს უკრაინაში დაბრუნებას მიხეილ სააკაშვილი არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ საზღვარს მხოლოდ ლეგალურად გადაკვეთს. უკრაინაში მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. 

დღის ამბები