03 მაისი 2024,   03:02
ვრცლად
საქართველომ უკრაინის პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა

საქართველოს პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას ითხოვს. ოფიციალური დოკუმენტი, უკრაინის პროკურატურამ საქართველოდან დღეს მიიღო.

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სერგეი პეტუხოვის განცხადებით, მოთხოვნაში საუბარია მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე, დაკავებასა და ექსტრადირებაზე.

„უკრაინამ მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე, დაკავებასა და ექსტრადირებაზე მოთხოვნა მიიღო. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკრაინის გენერალურ პროკურატურას გარანტია მისცა, რომ ამ მოთხოვნის მიზანი არ არის პოლიტიკური მოტივით პირის დევნა, რომ ეს პირი არ მიეცემა პასუხისგებაში იმ ჩადენილი დანაშაულისთვის, რომელსაც მოთხოვნა არ ითვალისწინებს. ასევე, უკრაინის თანხმობის გარეშე მას არ გადასცემენ მესამე სახელმწიფოს და რომ ამ პირის მიმართ დაცული იქნება საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები,“ - აცხადებს სერგეი პეტუხოვი.

უკრაინის იუსტიციის სამინისტრო დარწმუნებულია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების შემთხვევაში, საქართველოში მისი პოლიტიკური დევნა არ მოხდება.

დღის ამბები