06 მაისი 2024,   05:34
ვრცლად
ვაკეში დაჭრის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს

ვაკეში ახალგაზრდა ქალის დაჭრის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ინციდენტი შუადღისას "პიქსელის" შენობაში მოხდა. ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა.

ორივე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ორივე მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.

თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცმა მეუღლეს დანა მკერდისა და ზურგის არეში დაარტყა. მათივე თქმით, ინციდენტს წინ მამაკაცსა და ქალს შორის შელაპარაკება უძღოდა.

თავდასხმის ერთ-ერთ მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.

ახალგაზრდა ქალი "პიქსელის" შენობაში დაცვის სამსახურში მუშაობდა. დაცვის სამსახურ „ალგანის“ თანამშრომელია მამაკაციც. კომპანიაში ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით არ საუბრობენ.

დღის ამბები