06 მაისი 2024,   04:50
ვრცლად
"ლარი საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გააუფასურა"- რომან გოცირიძე

„ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი არის საქართველოს მთავრობა. ლარი საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გააუფასურა," - ეს განცხადება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე გააკეთა. ოპოზიციის წევრი ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებაში მთავრობას ადანაშაულებს.  

„ფინანსთა სამინისტრომ ახალი ინსტრუმენტი შემოიღო, 5 ივლისს დაიწყო ბიუჯეტში წლობით ნაგროვები ნაშთების კომერციულ ბანკებზე გასესხება. თქვენ იცით, რა რაოდენობის ფული მისცა სესხად ბოლო 2 თვის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრომ, ხაზინამ ე.წ. ახლადშემოღებული სადეპოზიტო აუქციონების მეშვეობით? - ნახევარი მილიარდი ლარი,"- განაცხადა რომან გოცირიძემ. 

ოპოზიციის წევრის ბრალდებებს ფინანსთა სამინისტროში უპასუხეს და რომან გოცირიძე პოლიტიკურ სპეკულაციაში დაადანაშაულეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები