06 მაისი 2024,   03:43
ვრცლად
პარლამენტში მიწის გასხვისების საკითხზე მორატორიუმის დაშვების თაობაზე იმსჯელეს

პარლამენტში საშემოდგომო სესიის პირველი პლენალური სხდომა შესვენების შემდეგ განახლდა. მანამდე კი, კანონმდებლებმა სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელეს. ერთ-ერთი მიწის გასხვისების საკითხზე მორატორიუმი იყო, რომელიც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განიხილეს.

მორატორიუმი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე, საქართველოში უცხოელებზე სამეურნეო მიწის გასხვისების აკრძალვას გულისხმობს, თუმცა დღეს უმრავლესობის წევრები საუბრობდნენ, რომ გარკვეულ შემთხვევებში ეს უნდა იყოს დაშვებული.

უფრო კონკრეტულად კი, მთავრობას ეძლევა შესაძლებლობა, საკუთარი შეხედულებისამებრ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უცხოელებზე გაასხვისოს მიწა, თუმცა ამგვარი უფლება არ ენიჭებათ მოქალაქეებს.

გარდა ამისა, უცხოურ ბანკებს ექნებათ ვალდებულება, რომ 2 წლის განმავლობაში, საკუთარ მფლობელობაში არსებული სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები გაასხვისონ.

„ჩვენ ამ მორატორიუმიდან დავუშვათ გამონაკლისი მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში, ესეც მხოლოდ გარდამავალ ეტაპზე,“ - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა ანრი ოხანაშვილმა.

მიწის გასხვისების საკითხზე მორატორიუმის დაშვებასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში კორუფციის წყაროს ხედავენ. კითხვები აქვთ თავად უმრავლესობაშიც.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძე არათანაბარ პირობებზე საუბრობს.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი ამ კუთხით უსამართლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„თქვენ წაართვით მოქალაქეს გაყიდოს მიწა და აძლევთ ახლა ამ უფლებას ხელისუფლებას, მთავრობას. ეს იქნება სერიოზული უსამართლობა. ეს იქნება სერიოზული საფუძველი კორუფციისა,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

დღის ამბები