05 მაისი 2024,   00:00
ვრცლად
"ივანიშვილის და პოროშენკოს ფარული გარიგების არ მეშინია"- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში იმყოფება და 10 სექტემბერს უკრაინაში დასაბრუნებლად ემზადება. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 10 სექტემბერს 12:00 საათზე კრაკოვეცის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები მიიწვია. ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა ვარშავაში ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია ჩაატარა. მიხეილ სააკაშვილმა მედიას მისი კიევში დაბრუნების გეგმა გააცნო. მან პოროშენკოს მიერ მოქალაქეობის ჩამორთმევაზეც ისაუბრა.

„მივეკუთვნები უმცირესობის ჯგუფს, რომელსაც არ გააჩნია მოქმედი პასპორტი, არ მაქვს არც მართვის მოწმობა. ის წლების წინ საქართველოში დავკარგე. უპრობლემოდ გადავაადგილდები შენგენის ზონაში, მაგრამ მაინც შეზღუდული ვარ, რადგან პრეზიდენტმა პოროშენკომ ჩემი შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს გადაწყვიტა უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა ფარული პროცედურით. უკრაინაში მაქვს სახლი, ვარ უკრაინული პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ბოლო წლებში ვცხოვრობდი უკრაინაში და მაქვს უფლება დავბრუნდე და პოროშენკოს ბრძანებულება უკრაინულ სასამართლოში გავასაჩივრო. ორი წლის წინ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს გენპროკურატურას 9 გვერდიანი წერილი გაუგზავნა, რომ ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მათ არ აღიარებდა. ორი წლის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ თქვა, რომ მოდი ამ ბრალდებებს გადავხედავ. ეს თავიდანვე პუტინის გეგმა იყო. სამწუხაროდ, ივანიშვილის, პოროშენკოს და პუტინის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. აპირებენ გამგზავნონ საქართველოში და ციხეში ჩამსვან,მაგრამ მე ივანიშვილის და პოროშენკოს ფარული გარიგების არ მეშინია,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პოლონეთის დედაქალაქში ხვალ უკრაინული ოპოზიციის ლიდერები ჩავლენ. საჯარო განცხადება იულია ტიმოშენკომაც გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილი 10 სექტემბერს მესაზღვრეებს შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს, რის შემდეგაც მათ აღარ ექნებათ უფლება, რომ ის უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუშვან. 

დღის ამბები