03 მაისი 2024,   02:11
ვრცლად
უკრაინაში რკინიგზის სადგურთან შსს-ს დამატებითი ძალების მობილიზება დაიწყო

მანსიეცკის რკინიგზის სადგურთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და უკრაინული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზღვართან ახლოს მდებარე სადგურთან ხელისუფლებამ ძალოვანი სტრუქტურების მობილიზება დაიწყო.

გავრცელებული ცნობით, პოლონეთიდან იმ მატარებლის გამომგზავრების შემთხვევაში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, შესაძლოა ის გააჩერონ და საქართველოს მესამე პრეზიდენტი დააკავონ.

მხარდამჭერების ნაწილი ორგანიზებულად რკინიგზის სადგურიდან სამ კილომეტრში წავა, სადაც უკრაინის შს სამინისტროს დამატებითი ძალებისა და სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება ხდება.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები