03 მაისი 2024,   07:24
ვრცლად
ხომ იძახოდნენ რომ ექსტრადირებას ვაპირებთო? შემიშვან აბა? - მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ამ დრომდე პოლონეთშია. მატარებელს, რომლითაც ის უკრაინის მიმართულებით უნდა გამგზავრებულიყო, კვლავ არ უშვებენ.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, ემუქრებოდნენ, რომ მის ექსტრადირებას მოახდენდნენ, თუმცა, ახლა უკან იხევენ. საქართველოს მესამე პრეზიდენტის აზრით, უკრაინისა და საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლები მხდალები არიან.

„ხო იძახოდნენ რომ ექსტრადირებას ვაპირებთო? შემიშვან აბა? როგორი მხდალები არიან, როგორ ეშინიათ ჩემი, ხომ ხედავთ? როგორ უკანკალებთ ყველაფერი. ასე რომ, რაც არის ეგ არი. მე შევეცდები მოვხვდე უკრაინაში, ის რაც ახლა ხდება, ეს არის ცირკი, რომელიც შექმნა უკრაინის მთავრობა, პირადად პრეზიდენტმა, მინისტრებმა განაცხადეს, რომ ისინი პასუხისმგებლები არ არიან იმაზე, რომ ხალხი გადმოსვეს მატარებლიდან. თუ მინისტრი არ არის პასუხისმგებელი, მაშინ რჩება მხოლოდ ერთი სუბიექტი, რომელიც დაინტერესებულია იმით, რომ მე არ მოვხვდე უკრაინაში, ეს არის უკრაინის პრეზიდენტი,“-აცხადებს სააკაშვილი.

ის პოლონეთში მომხდარ დისკომფორტზე, რომელიც მატარებლის მგზავრებს შეექმნათ, პასუხისმგებლობა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს აკისრებს.

„მე ბოდიშს ვუხდი იმ ხალხს, რომლებსაც ხელოვნურად შეუქმნეს დისკომფორტი. მადლობა მინდა ვუთხრა პოლონურ მხარეს, რომელიც საკმაოდ ცივილურად მოქმედებს. მთელ ამ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინის პრეზიდენტს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები