03 მაისი 2024,   00:53
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინელ ოპოზიციონერებს უკრაინის საზღვარზე არ უშვებენ

მიხეილ სააკაშვილი და უკრაინელი ოპოზიციონერები ავტობუსიდან ჩამოვიდნენ და უკრაინის საზღვრისკენ გაემართნენ. მესაზღვრე მათ უკრაინის ტერიტორიაზე არ უშვებს.

პოლიტკოსებმა მესაზღვრეს განუმარტეს, რომ ის სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის, რადგან მათ უკრაინის ტერიტორიაზე არ უშვებს.

იულია ტიმოშენკომ ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების პასუხისმგებლობას თავიანთ თავზე იღებენ. 

პოლონეთი-უკრაინის საზღვარი გადაკეტილია. პერიმეტრზე ნიღბიანი სპეცრაზმელები და სამართალდამცველები არიან განლაგებულები. ერთ-ერთი სამართალდამცავის თქმით, ტერიტორია დანაღმულია.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები