03 მაისი 2024,   03:43
ვრცლად
ქარიშხალი "ირმა" ფლორიდის სანაპიროებთან - 1 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ამერიკის შეერთებული შტატების შტატ ფლორიდის სამხრეთ სანაპიროს ქარიშხალი "ირმა" თავს დაატყდა.

მაიამის სანაპიროები დატბორილია, ქუჩებში ქარიშხალმა უზარმაზარი ხეები მოგლიჯა. 1 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ქარის სიჩქარე საათში 130 მილს აღწევს.

მოსახლეობის დიდი ნაწილი, დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი, ფლორიდის სამხრეთ ნაწილში ევაკუირებულია, თუმცა, ზოგიერთ მათგანს დახმარება სწორედ ახლა სჭირდება.

სანამ ქარიშხალი ფლორიდის სანაპირობმდე მივიდოდა, ის კარიბის კუნძულებზე მძვინვარებდა და შედეგად 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სტიქიის შესახებ ვიდეოებს Washington Post და CNN ავრცელებენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები