25 დეკემბერი 2024,   05:42
ვრცლად
პარლამენტის 9 დეპუტატი კონსტიტუციას არღვევს - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დასკვნა

პარლამენტის 9 დეპუტატი კონსტიტუციას არღვევს - დასკვნას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, მეცხრე მოწვევის პარლამენტის 150 დეპუტატის ბიზნეს საქმიანობისა და დეკლარაციების შესწავლის შედეგად, გაირკვა, რომ პარლამენტის წევრები აქტიურად მონაწილოებენ ბიზნესსა და სახელმწიფო ტენდერებში, რასაც მათ ქვეყნის მთავარი კანონის 53-ე მუხლი უკრძალავს და ასეთ შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტას ითვალისწინებს.

"პარლამენტის 9 წევრო არის რეგისტრირებული კომერციულ იურიდიულ პირში, დირექტორად და ასევე არის შემთხვევები, როდესაც მათ მიერ საკუთარი ბიზნეს წილები, ასევე უძრავი ქონება არ არის დეკლარირებული," - განაცხადა  ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” საპარლამენტო მდივანმა, ლიკა საჯაიამ.  

გარდა ამისა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" განმარტავენ, რომ 30 დეპუტატის შემთხვევაში, არასრულადაა შევსებული ქონებრივი დეკლარაციები.

ორგანიზაციის განმარტებით, დარღვევები გამოვლინდა, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის შემთხვევაშიც.

დღის ამბები