03 მაისი 2024,   07:59
ვრცლად
ერთ-ერთი მოსამართლე მზად იყო მუხლებზე დაეჩოქა - რუსი პრანკერის ექსკლუზიური ინტერვიუ "რუსთავი 2"-თან

"ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ერთ-ერთი მოსამართლე მზად იყო მუხლებზე დაეჩოქა, ყველა მოთხოვნა შეესრულებინა და სამსახური გაწერია პოროშენკოს ადმინისტრაციისთვის," - ასე აფასებს რუსი პრანკერი, ალექსეი სტოლიაროვი სააკაშვილის საქმის განმხილველ მოსამართლეებთან გაკეთებულ ჩანაწერს.

რუსმა პრანკერებმა მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლეების სკანდალური ჩანაწერები გაასაჯაროვეს. ამჯერად პრანკერებმა ლვოველ მოსამართლეებს პრეზიდენტ პოროშენკოს გარემოცვის წევრის სახელით დაურეკეს.

„რუსთავი2“-თან ექსკლუზიური ინტერვიუში რუსი პრანკერი, ალექსეი სტოლიაროვი ყვება, რომ პრანკერებმა მოსამართლეებს თავი უკრაინის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის წევრად, ალექსეი გრანოვსკად, გააცნეს.

პრანკერები, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლეებს ურეკავენ და თხოვენ, რომ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევებას შეუწყონ ხელი. ისინი, სავარაუდოდ, ლვოვის რაიონული სასამართლოს ხელმძღვანელს ირინა რომანოვას დაუკავშირდნენ.

ასევე, დეპუტატ ალექსეი გრამვსკის სახელით პრანკერები ლვოვის რაიონული სასამართლოს კიდევ ერთ წევრს იური ბელოეუსს დაუკავშირდნენ და მისგან სააკაშვილის საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოძიება მოითხოვეს.

რუსი პრანკერი „კურიერთან“ შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებასაც პასუხობს, სადაც მინისტრმა პრანკერები სააკაშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა. ალექსეი სტოლიაროვი ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

რუსმა პრანკერებმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ აუდიოჩანაწერი რამდენიმე კვირის წინაც გაავრცელეს, სადაც, სავარაუდოდ, მღებრიშვილმა ვითომდა უკრაინელ კოლეგას უთხრა, რომ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება ხელისუფლებას არ სურს.

ამავე თემაზე
დღის ამბები