03 მაისი 2024,   06:18
ვრცლად
შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურმა კოსმოსში საიდუმლო თანამგზავრი გაუშვა

შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურმა კოსმოსში საიდუმლო თანამგზავრი გაუშვა. რაკეტამ სტარტი კალიფორნიის შტატში, ვანდერ-ბერგის ბაზიდან აიღო და თანამგზავრი ორბიტაზე წარმატებით გაიყვანა.

მისი ექსპლუატაციის ვადა და მისია არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ თანამგზავრი სამხედრო-კოსმოსური დაზვერვის ეროვნული განყოფილების ინტერესებისთვის იმუშავებს. თანამგზავრის გაშვება თავდაპირველად ორი დღის წინ იგეგმებოდა, თუმცა რაკეტაში ბატარეის გამოცვლის აუცილებლობის გამო ბოლო წუთს გადაიდო.

დღის ამბები