03 მაისი 2024,   06:42
ვრცლად
უნდა ვიბრძოლოთ უკეთესი ხვალინდელი დღისთვის! - "ევროპული საქართველოს" წევრები გლდანში ამომრჩევლებს ხვდებიან

„უნდა ვიბრძოლოთ უკეთესი ხვალინდელი დღისთვის,“ - ეს განცხადება  „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, გლდანში, პარტიის ამომრჩევლებთან შეხვედრისა და საარჩევნო პროგრამის წარდგენის დროს გააკეთა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ მიზანი არა მხოლოდ არჩევნებში გამარჯვება, არამედ ქვეყანაში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის ბრძოლაა.

„ჩვენი ამოცანაა არა მხოლო ამ არჩევნებში გავიმარჯვოთ, არამედ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს იმედი, ქვეყანაში იყოს რწმენა, ქვეყანაში იყოს მომავალი და ქვეყანაში იყოს უკეთესობისთვის ბრძოლა,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მან აღნიშნა, რომ პარტიის წევრებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები მშვიდობისა და კეთილგონიერების გზით განხორციელდეს.

შეხვედრაზე ადგილზე შეკრებილებს „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამაც მიმართა.

„მე აღარ დავინახავ, მოხუცს, პენსიონერს, რომელიც პურზე მიდის, რომ ვალით აიღოს მაღაზიაში, აღარ დავინახავ პენსიონერს, რომელიც ვერ მკურნალობს, ვერ ყიდულობს წამალს, რომელსაც არ აქვს ხვალინდელი დღის იმედი. პირიქით, ჩვენ დავინახავთ პენსიონერებს, რომლებიც იცხოვრებენ უკეთესად. ჩვენ მათ ვაჩუქებთ იმედს და ვაჩვენებთ ზრუნვას,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები