03 მაისი 2024,   03:51
ვრცლად
27 მომხრე, 2 წინააღმდეგი - თბილისის საკრებულოს დღის წესრიგი დამტკიცებულია

27 მომხრე, 2 წინააღმდეგი - თბილისის საკრებულოს დღის წესრიგი დამტკიცებულია. ოპოზიციის მოთხოვნა, რომ ამოღებული ყოფილიყო დღის წესრიგიდან მიწის 2 ნაკვეთის გადაცემის საკითხი, არ იქნა გათვალისწინებული.

საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა „კურიერთან“ პირდაპირ ეთერში საკრებულოში დღეს განვითარებულ მოვლენებს „აღმაშფოთებელი“ უწოდა.

„ეს ქალაქი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისგან“ გადასარჩენია. ძალიან მძიმედ არის ვითრება, ქალაქი უნდა გადავარჩინოთ ისეთ დღეში ჩავცვივდით,“- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა. 

საკრებულოს სხდომაზე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე უნდა იმსჯელონ. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკურის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე.  

 

დღის ამბები