03 მაისი 2024,   06:17
ვრცლად
ივანიშვილისთვის ბათუმში მიწის ნაკვეთების გადაცემა - ოპოზიცია გადაწყვეტილების უკანონობაზე საუბრობს

ოპოზიცია ბათუმის ბოტანიკური ბაღის სანაპირო ზოლისა და მწვანე კონცხის ნაწილის ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული კომპანიისთვის გადაცემის გადაწყვეტილების უკანონობაზე საუბრობს.

ბათუმის საკრებულოში საკითხის განხილვა დღეს ხმაურით მიმდინარეობდა. ოპოზიცია ტერიტორიის კომპანია „ბიზნესდეველოპმენტისთვის“ გადაცემას აპროტესტებს.

საკრებულოს 11-მა წევრმა მხარი დაუჭირა მიწის ნაკვეთების აჭარის მთავრობისთვის გადაცემას, რომელმაც თავის მხრივ, კომპანიას გადასცა ტერიტორია, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მისაღებად არა 11, არამედ საკრებულოს 17 წევრის მხარდაჭერა იყო საჭირო.

ბათუმის მერიის ქონების მართვის და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი, გოგა ლომიძე ამბობს, რომ კომპანიისთვის ბოტანიკური ბაღის სანაპირო ზოლის გადაცემების შემდეგ, მოქალაქეები პლაჟით მაინც ისარგებლებენ, თუმცა ამის შესახებ ხელშეკრულება ჯერ არ არის გაფორმებული. 

დღის ამბები