03 მაისი 2024,   07:38
ვრცლად
უშიშროების საბჭოს სხდომა - აქცენტი ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე გაკეთდა

პრეზიდენტის მოწვევით ჩატარებულ უშიშროების საბჭოს სხდომას სრული შემადგენლობა ესწრებოდა. პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე დღეს პრეზიდენტის სასახლეში იმ საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ, რომელსაც მათივე ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები აუქმებს.

შეხვედრა მათ მინისტრებთან ერთად სხდომის დასრულების შემდეგ უკომენტაროდ დატოვეს. უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომის ოფიციალური საკითხები ქვეყნის უსაფრთხოებას შეეხებოდა. საბჭომ ძალაში დატოვა შეირაღებული ძალების დღეს არსებული რიცხოვნობა, 37 ათასი სამხედრო მოსამსახურე.

შეხვედრაზე ნატო-ს მომავალი სამიტის გეგმებსა და საერთაშორისო მისიებზეც ისაუბრეს. ძირითად განსახილველ თემას კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩატარებული წვრთნები წარმოადგენდა.  

შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ შეხვედრის დროს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებული კონსტიტუციასთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ.

 

დღის ამბები