05 მაისი 2024,   19:01
ვრცლად
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებს სხდომების მასალების გასაჯაროებაზე, პროკურატურაში კითხვებს დაუსვამენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს 12:00 საათზე პროკურატურაში უნდა გამოცხადდეს. დღის განმავლობაში საგამოძიებო უწყებაში სხვა ადვოკატებსაც ელოდებიან.

საქმე სასამართლოს დახურულ სხდომებზე მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების მედიასაშუალებებში გავრცელებას უკავშირდება. პროკურატურამ ძიება "შაბათის კურიერში" შორენა თეთრუაშვილის ჩვენების გასაჯაროვების შემდეგ დაიწყო. გამოძიების დაწყებას დაცვის მხარე მათზე დაწყებულ ზეწოლად აფასებს.

“თუ რაიმე იოტისოდენა პრეტენზია აქვთ, რომ საქართველოში პროკურატურა არის ობიექტური,  ჯერ საკუთარი თანამშრომლების მიმართ დაიწყოს გამოძიება, ასევე განაგრძოს ბესიკ ბუგიანიშვილს ხომ არ გაუსაჯაროებია აღნიშნული ინფორმაცია და შემდეგ მოვიდნენ ჩვენთან,”-განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

დღის ამბები