20 აპრილი 2024,   12:55
ვრცლად
"რეიტინგების მიხედვით თუ უნდა ვიმსჯელოთ, მე უნდა დავუჯდე ზაალ უდუმაშვილს" - კახა კალაძე

კახი კალაძე ალეკო ელისაშვილის პასუხობს და მის შეთავაზებას დებატებში მხოლოდ მასთან პირისპირ გამართვასთან დაკავშირებით, მიუღებლად მიიჩნევს. "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ელისაშვილს რეიტინგებს ახსენებს და აცხადებს, რომ რეიტინგების მიხედვით, მხოლოდ ზალიკო უდამუშვილთან დებატებია გამართლებლებული.

“ფეხბურთს, პოლიტიკასაც, არჩევნებსაც ყველაფერს აქვს წესი. შესაბამისად, როდესაც ის ამბობს, რომ ვიწვევ დებატებში, რაღაც დაახლოებითი რეიტინგები ხომ არსებობს? ვიღაც კანდიდატს აქვს ეს რეიტინგი, ვიღაც კანდიდატს ის რეიტინგი და ასე შემდეგ. რეიტინგების მიხედვით თუ უნდა ვიმსჯელოთ, მე უნდა დავუჯდე ზაალ უდუმაშვილს, ასე გამოდის. მე პატივს ვცემ ყველა კანდიდატს და არა ერთ კანდიდატთან ვაპირებ დაჯდომას. მე მზად ვარ შვიდივესთან ერთად დავჯდე. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დებატებზე, ვმონაწილეობთ და მომავალშიც გავაგრძელებთ მონაწილეობას,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები