09 ნოემბერი 2024,   02:01
ვრცლად
ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?- "ედისონ რისერჩის" წინასწარი კვლევის შედეგები

„რუსთავი 2“-ის დაკვეთით გავლენიანმა ამერიკულმა კვლევითმა კომპანია „ედისონ რისერჩმა“ გამოკითხვა ჩაატარა. კვლევა 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. საველე სამუშაოები თბილისში ჩატარდა. გამოკითხულებიდან ყველა არის სრულწლოვანი და აქვს დედაქალაქში ხმის მიცემის უფლება.

კვლევის შედეგები ასეთია:

კითხვაზე, "თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?" პასუხები ასეთია: 

კახი კალაძე - 34%
ზალიკო უდუმაშვილი - 14%
ალეკო ელისაშვილი - 14%
ელენე ხოშტარია - 5%
ირმა ინაშვილი - 2%
გიორგი გუგავა - 2%
კახა კუკავა - 1%
გიორგი ვაშაძე - 1%
თენგიზ შერგელაშვილი - თითქმის 1%; 
არ გადამიწყვეტია - 13%
უარი პასუხზე - 7%
არავის - 6%

კვლევაში მონაწილეთა 39%-ს აქვს მოლოდინი, რომ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართება. იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც მეორე ტურის მოლოდინი აქვთ, 70% ფიქრობს, რომ განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობას კახი კალაძე მიიღებს. 34%-ის აზრით მეორე ტურში გადავა ზალიკო უდუმაშვილიც. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, შედეგები ასეთია:

ალეკო ელისაშვილი - 21%
ელენე ხოშტარია - 9%
ირმა ინაშვილი - 4%
კახა კუკავა - 3%
გიორგი გუგავა - 2%
თენგიზ შერგელაშვილი - 1%
გიორგი ვაშაძე - 1%

მონაცემების საერთო ჯამი 100%-ს აჭარბებს. ეს არ არის შეცდომა, რესპონდენტები ერთდროულად ორ კანდიდატს ასახელებდნენ, რომლებიც, მათი აზრით, მეორე ტურში გადასვლას მოახერხებდნენ, სწორედ ამიტომ პროცენტული ჯამი 100-ზე მეტია.

კითხვაზე, "მერობის რომელ კანდიდატს არ მისცემდით ხმას არანაირ ვითარებაში, იმ შემთხვევაშიც კი, თქვენი ფავორიტი კანდიდატი რომ არ იღებდეს არჩევნებში მონაწილეობას," გამოკითხულთა პასუხები პროცენტულად ასე გადანაწილდა:

ირმა ინაშვილი - 29%
ზალიკო უდუმაშვილი - 24%
ელენე ხოშტარია - 23%
გიორგი გუგავა - 23%
თენგიზ შერგელაშვილი - 21%
კახა კუკავა - 20%
გიორგი ვაშაძე - 20%
კახი კალაძე - 19%
ალეკო ელისაშვილი - 9%

რაც შეეხება პარტიების რეიტინგს, კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს შემდეგი კითხვა დაუსვეს - "თბილისის საკრებულოს არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" შედეგი ასეთია: 

"ქართული ოცნება" - 36%
"ნაციონალური მოძრაობა" - 12%
"ევროპული საქართველო" - 8%
"ლეიბორისტული პარტია" - 5%
"პატრიოტთა ალიანსი" - 4%
"დემოკრატიული მოძრაობა" - 1%
"ახალი საქართველო" - 1%
"რესპუბლიკური პარტია" - 1%
არ გადამიწყვეტია - 15%
უარი პასუხზე - 8%
არავის - 9%

რაც შეეხება შეკითხვას, "რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას?" "რომელი პარტიისთვის არც კი განიხილავთ ხმის მიცემას არანაირ ვითარებაში?" შედეგები ასე გადანაწილდა:

"ნაციონალური მოძრაობა" - 32%
"პატრიოტთა ალიანსი" - 27%
"ლეიბორისტული პარტია" - 22%
"ევროპული საქართველო" - 21%
"დემოკრატიული მოძრაობა" - 20%
"რესპუბლიკური პარტია" - 20%
"ქართული ოცნება" - 19%
"ახალი საქართველო" - 18%

კვლევის ფარგლებში გამოკითხულმა პირებმა მოქმედ მერზე დავით ნარმანიაზე დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს:

ძალიან მომწონს - 2%
გარკვეულწილად მომწონს - 23%
გარკვეულწილად არ მომწონს - 27%
ძალიან არ მომწონს - 41%

მსგავსი შეკითხვა დაისვა თბილისის ყოფილ მერზე, გიგი უგულავაზეც: 

ძალიან მომწონდა - 13%
გარკვეულწილად მომწონდა - 36%
გარკვეულწილად არ მომწონდა - 20%
ძალიან არ მომწონდა - 22%

გამოკითხულთა 64% დანამდვილებით აპირებს თბილისის მერის არჩევნებზე ხმის მიცემას:

სავარაუდოდ კი - 19%
სავარაუდოდ არა - 6%
დანამდვილებით არა - 5%

რესპოდენტთა 66% კი აცხადებს, რომ 2014 წელსაც მიიღო მონაწილეობა თბილისის მერის არჩევნებში.

74% ამბობს, რომ ხმა მისცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც - ანუ გამოკითხვაში მონაწილე ამომრჩევლები საკმაოდ დიდი აქტიურობით გამოირჩევიან.

ამასთანავე  63% ფიქრობს, რომ მთლიანობაში ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის ასე.

22% კი ამბობს, რომ ქვეყნის განვითარების გეზი სწორია.

15%-მა არ იცის ან უარს აცხადებს პასუხზე.

დღის ამბები