24 დეკემბერი 2024,   07:06
ვრცლად
მხატვარ დავით გაბიტაშვილის ფერწერული ტილო "სოთბის" სააუქციონო სახლის რჩეული გახდა

კიდევ ერთი ქართველი მხატვარი სოთბიზე. დავით გაბიტაშვილის ფერწერული ტილო სააუქციონო სახლის რჩეული გახდა. საერთაშორისო აუდიტორია მას 28 ნოემბერს გაიცნობს.

დავით გაბიტაშვილის ფერწერულ ტილოს, „ზაფხული სოხუმში“ - აუქციონზე რამდენიმე დღეში გამოიტანენ. მეოცე საუკუნის მხატვარი, რომელიც ზღვის პირა ქალაქს ხშირად ხატავდა, სოხუმის დატოვების შემდეგ კი გამოფენებისგან თავს იკავებდა.

დავით გაბიტაშვილის ნამუშევრების დიდი ნაწილი სოხუმში, მხატვრის სახელოსნოში დარჩა, გადარჩენილი ტილოები, კერძო კოლექციებსა და მის ოჯახში ინახება.

კოლექციონერების საერთაშორისო აუდიტორია ფერწერულ ტილოს პირველად 28 ნოემბერს, სოთბის აუქციონის დახმარებით შეაფასებს.

დღის ამბები