27 დეკემბერი 2024,   00:03
ვრცლად
შეხვედრა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა

შეხვედრა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. კომისიასა და საკაბელო ოპერატორებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება, შესაბამისად თბილისსა და რეგიონებში მოქმედი 40-მდე საკაბელო 6 არხის გათიშვას მოლაპარაკების დასრულებამდე აღარ გეგმავს. საკაბელო ოპერატორებმა აქციაც გამართეს და მარეგულირებელი კომისია უმოქმედობაში დაადანაშაულეს. ამის შემდეგ უწყებამ საკაბელო ოპერატორების პირობა მიიღო და შეხვედრაზე დათანხმდა. 

“კომისია მაქსიმალურად დეტალურად შეეცადა გაეცა პასუხი ყველა იმ შეკითხვას, რომელიც გააჩნდათ დაინტერესებულ პირებს, საკაბელო ოპერატორებს. გარკევული საკითხებზე შეთანხმებაც შედგა, ამასთან როგორც საკაბელო ოპერატორების მიერ იქნა გაჟღერებული, შესაბამისი საჩივრით და წინადადებებით, უახლოეს პერიოდში შემოვლენ კომისიაში, რომელსაც უკვე კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს კანონით განსაზღვრულ ვადებში,“ - განაცხადა მარეგულირებელი კომისიის წევრმა ივანე მახარაძემ.

შპს ”ნიუკომის” დირექტორის ზაზა აგლაძის თქმით, მათ დავების გაგრძელება სასამართლოში მოუწევთ.

“დაგვპირდნენ, რომ ვისაუბრებთ ამ თემებზე, გაგრძელდება ეს საუბრები, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ არცერთი არხის გამორთვას. ვფიქრობ, რომ სასამართლოს გარეშე გადაწყვეტილების მიღება იქნება შეუძლებელი და ამიტომ მოგვიწევს სასამართლოში დავების გაგრძელება,“ - განაცხადა ზაზა აგლაძემ.

დღის ამბები