27 დეკემბერი 2024,   00:02
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ბიძა უკრაინელმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს

მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია უკრაინელმა მესაზღვრეებმა დღეს ქვეყანაში არ შეუშვეს. ის უკვე რამდენიმე საათია, კიევის აეროპორტში, სატრანზიტო ზონაში იმყოფება. მესაზღვრეებმა მას განუმარტეს, რომ კიევში შესვლის მიზეზი ვერ დაადასტურა, თუმცა თემურ ალასანია აცხადებს, რომ საზღვარზე ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინა, მათ შორის სასტუმროს ჯავშანიც, სადაც მიხეილ სააკაშვილის ბიძა ერთი ღამით უნდა დარჩენილიყო, რადგან კიევში ის ტრანზიტულად ჩავიდა, ხვალ დილით კი ნიუ-იორკში მიემგზავრება.

თემურ ალასანია, მომხდარს უკრაინის პრეზიდენტის უშუალო ბრძანებას და მიხეილ სააკაშვილის მიერ, 3 დეკემბერს დაგეგმილ საპროტესტო მარშს უკავშირებს. მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია გაეროს და შეერთებული შტატების დიპლომატიური სამსახურები.

“4 საათის მოლოდინის შემდეგ მითხრეს, რომ თქვენ ვერ დაადასტურეთ ის აუცილებლობა, რომ უნდა შეხვიდეთ უკრაინაში ერთი დღე მაინც, ამიტომ არ გიშვებთ. სპეციალურად მითხრეს გყავთ ნათესავები ამ ქვეყანაში? მე ვუთხარი მყავს რა საკვირველია, დავუსახელე ვინ. ეს არის აგონია მთავრობის. მე მიაჩნია, რომ ამაში აბსოლუტურად არის ჩარეული ქვეყნის პრეზიდენტი, რაც უღირსი საქციელია,“ - განაცხადა ალასანიამ.

დღის ამბები