03 მაისი 2024,   04:54
ვრცლად
51-ე სკოლის მოსწავლეებთან ფსიქოლოგების ჯგუფი იმუშავებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგები თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, მეურვეებთან თუ კანონიერ წარმომადგენლებთან 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებლ განცხადებაშია აღნიშნული.

 "მათთან დასაკავშირებლად ფუნქციონირებს სამინისტროს ნომერი 2 200220 (შიდა 30-25) და ასევე, საგანგებოდ უქმე დღეებისთვის, ამუშავდა 24 საათიანი ფსიქო-კონსულტაციისთვის განკუთვნილი ტელეფონის ნომერი 577994181,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

51-ე სკოლის ორი მოსწავლე ვერაზე, ხორავას ქუჩის N4-ში დაჭრეს. 16 წლის მოზარდებს თანატოლებმა დანით 30-მდე ჭრილობა მიაყენეს. ორი დაჭრილიდან ერთი კლინიკაში გადაყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები