გორის სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოს ეროვნული ბანკი და ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო ახალგაზრდული ინოვაციების ბანაკს მასპინძლობენ.
ბანაკი ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების თემაზე შეიკრიბა. პროექტში 15-18 წლამდე ასაკის 120 მოზარდია ჩართული.
მთელი დღის განმავლობაში გაიმართება დებატები. ღონისძიება დღესვე დასრულდება.