07 დეკემბერი 2024,   07:32
ვრცლად
დაპირისპირება მოზარდებს შორის ოფშკვითში მკვლელობით დასრულდა - 17 წლის მოზარდი დანით კლასელმა დაჭრა

სოფელ ოფშკვითში მოზარდებს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.

თანაკლასელებმა, რომლებიც ადგილობრივების თქმით, უახლოესი მეგობრებიც იყვნენ, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე იჩხუბეს. მკვლელობის ღამეს კი 17 წლის მოზარდს საქმის გასარჩევად მიაკითხეს და სოფლის სასაფლაოზე წაიყვანეს. მას თანაკლასელმა ჭრილობა გულის არეში დანით მიაყენა.

17 წლის მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ბრალდებულის დაკავება პოლიციამ მეორე დღეს თბილისში შეძლო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეჭვმიტანილს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

დღის ამბები