07 დეკემბერი 2024,   06:25
ვრცლად
დაზვერვის სამსახური და სუს-ი აღარ გაერთიანდებიან

დაზვერვის სამსახური და სუს-ი აღარ გაერთიანდებიან. კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით შესაბამისი მოთხოვნით პარლამენტს ბიუროს სხდომაზე მთავრობამ მიმართა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ  და მისთვის უცნობია უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

„როდესაც თავად მთავრობამ ეს რეფორმა შემოგვთავაზა არსებობდა როგორც მხარდამჭერი არგუმენტები,ა სევე საწინააღმდეგო. აქ ძალიან რთული იყო ერთგვარი ოქროს შუალედის პოვნა. თუმცა როგორც თავად მთავრობამ ჩათვალა, ამ შემთხვევაში გადაწონა იმ არგუმენტმა რომ დარჩეს ცალკე, ამას აქვს თავის სპეციფიკა, მე მენიშნა, ის რომ ამას აქვს თავის სპეციფიკა და სახელმწიფო ფიქრობს, რომ საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და ამ შემთხვევაში მთავრობამ გადაწყვიტა , რომ ეს კანონპროექტი უკან გაიწვიოს,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განმარტა მიმდინარეობდა კონსულტაციები როგორც მთავრობის შიგნით ასევე პარლამენტთან და მიღებული იქნა გადაწყვეტილება , რომ დაზვერვის სამსახური სუს-თან არ გაერთიანდება. 

გარდა ამისა, იგივე რჩება გარემოს დაცვის სამინისტროს შესახებ ჩანაწერი. სამინისტრო გაუქმდება, თუმცა ბიუჯეტში ჩაიდება გარანტიები, რომ გარემოსდაცვითი პროგრამები არ შეჩერდება.

დღის ამბები